დინამო თბილისში 26 წლის კოტ დიუვარელი თავდამსხმელი, ჯიბრილ არსენ დიტ პატრიკ ვუო ჩაირიცხა. ვუოს სხვადასხვა დროს ნათამაშები აქვს პორტუგალიურ სანტა კლარასა და აკადემიკას შემადგენლობაში. ჩვენი კლუბის ახალწვეულმა უკანასკნელი სამი სეზონი კვიპროსზე, ლიმასოლის აელში გაატარა. განვლილ ჩემპიონატში ჩატარებულ 24 თამაშში მეტოქეთა კარი 11–ჯერ დალაშქრა, კვიპროსის თასზე ჩატარებულ 5 შეხვედრაში კი 4 გატანილი ბურთით გამოირჩა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 ჩატარებულ თამაშში 2 ბურთი გაიტანა. აელთან ერთად მონაწილეობა მიიღო უეფას ევროპის ლიგის უკანასკნელი სეზონის ჯგუფურ ეტაპზე.დღეს საღამოს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ჩვენი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელ მიხალ რუკავიჩკასთან ერთად ვუომ ინდივიდუალურად ივარჯიშა.