16 ივლისს, სამშაბათს, 20.00 საათზე დინამო არენაზე ჩემპიონთა ლიგის 2013-2014 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება. დინამო თბილისი ფარერის კუნძულების ჩემპიონს – სტრეიმურს უმასპინძლებს. შეხვედრაზე აკრედიტაციის მიღების მსურველები, სპორტული ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობით გთხოვთ მობრძანდეთ ორშაბათს, 15 ივლისს, 19.00 საათიდან – 21.00 საათამდე დინამო არენის საპრესკონფერენციო დარბაზში.
ორშაბათს, 15 ივლისს, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე 18.00 საათსა და 30 წუთზე ივარჯიშებს. ვარჯიშის პირველი 15 წუთი დასწრების მსურველთათვის ღია იქნება.
19.00 საათსა და 45 წუთზე სტუმართა პრესკონფერენცია გაიმართება.
20.00 საათზე ჩვენი გუნდის პრესკონფერენცია შედგება.
სტრეიმური ვარჯიშს დინამო არენაზე 20.00 საათიდან გეგმავს.