10 ნოემბერს დინამო თბილისი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XII ტურის შეხვედრას სტუმრად, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ გუნდს 10 ნოემბერს 7 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც დინამომ 5 შეხვედრა მოიგო, 2 კი წააგო. ბურთების შეფარდება თბილისური კლუბის სასარგებლოდ 13:4–ზე არის.
ეროვნულ ასპარეზზე დინამო თბილისმა 10 ნოემბერს პირველად 1994 წელს ითამაშა. ჩვენმა გუნდმა ზუგდიდის დინამოს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით – 5:0 დაამარცხა. ზუგდიდელ თანაკლუბელთა კარში ორი გოლი გაიტანა ალექსანდრე იაშვილმა, თითო ბურთი კი მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგი ქინქლაძემ და ზაზა რევიშვილმა შეაგდეს.
2002 წლის 10 ნოემბერს დინამომ სტუმრად ლოკომოტივის წინააღმდეგ ითამაშეს. თბილისური დერბი ჩვენი გუნდის მინიმალური მარცხით – 0:1 დასრულდა.
სსრკ ჩემპიონატში დინამო თბილისმა 10 ნოემბერს პირველად 1940 წელს ითამაშა. ჩვენმა გუნდმა თბილისში მოსკოვის ცსკა–ს უმასპინძლა და მეტოქე მშრალი ანგარიშით – 2:0 დაამარცხა. არმიელთა კარში ორივე გოლი ვიქტორ პანიუკოვმა გაიტანა.
1962 წლის 10 ნოემბერს დინამომ დონეცკის შახტარს უმასპინძლა. თბილისური მატჩი ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. უკრაინული გუნდის კარში გოლები ზაურ კალოევმა და გიორგი სიჭინავამ გაიტანეს.
1974 წლის 10 ნოემბერს დინამომ სტუმრად, კიშინიოვში, ადგილობრივი ნისტრუ ორბურთიანი სხვაობით – 3:1 დაამარცხა. თბილისელთაგან ორი გოლი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანა, ერთი ბურთი კი ვახტანგ ჭელიძის აქტივშია.
1977 წლის 10 ნოემბერს დინამომ მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. რკინიგზელთა კარში გამარჯვების გოლი ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა.
1985 წლის 10 ნოემბერს დინამო სტუმრად, მოსკოვის ტრპედოს წინააღმდეგ 0:2 დამარცხდა.