სპორტული გამოცემა ლელო უმაღლესი ლიგის 2013/2014 წლების სეზონის პირველი ეტაპის პირველი წრის დასრულების შემდეგ, სიმბოლურ გუნდს ასახელებს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ გიორგი ლორია, დავით კვირკველია, დორინ გოგა და გიორგი მერებაშვილი შეიყვანა. სიმბოლური გუნდის მწვრთნელად კი დინამო თბილისის ჩეხი თავკაცი – დუშან უჰრინი დასახელდა