• Geo
  • Eng
06.11.2013
დინამოელები ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრები 14 და 18 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს შოტლანდიისა და სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.

მოზარდ ჯვაროსანთა გუნდში დინამო თბილისიდან გიორგი პაპავას უხმეს.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს ასევე არჩილ ტვილდიანი, ნიკა კვეკვესკირი, ლაშა პარუნაშვილი და ჯაბა ჯიღაური, რომლებიც მიმდინარე სეზონში უმაღლესი ლიგის სხვადასხვა გუნდებში დინამოდან განათხოვრების წესით ასპარეზობენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024