• Geo
  • Eng
02.02.2023
დინამო-2 1-2 ტობოლი

დინამოს მეორე შემადგენლობამ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ყაზახეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან ტობოლთან გამართა.

 

შეხვედრა მაღალ რიტმში და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. დინამოელებმა ტაიმის დებიუტში, მე-5 და მე-15 წუთებზე ორი გოლი მიიღეს საკუთრ კარში. აღსანიშნავია, რომ მატჩის სცენარიდან გამომდინარე ორივე გოლი ალოგიკური გახლდათ და საჯარიმოს მისადგომებთან დაშვებულ შეცდომას მოჰყვა. რამდენიმე ეპიზოდში თბილისელებს შეეძლოთ საპასუხო გოლის გატანა, თუმცა დარტყმებს შედეგი არ მოჰყოლია. მეორე ნახევარში ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და არაერთხელ გაამწვავა შეტევა მეტოქის კართან. 53-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ნიკა სიხარულაშვილმა ბურთი პირდაპირ ბუსურმანოვის კარში ჩაახვია 1-2. ამის შემდეგ დიტო ფაჩულიას და რაულ ბარათელიას ჰქონდათ რამდენიმე სახიფათო მომენტი, სწორედ რაულის საჯარიმოში წაქცევის შემდეგ დაინიშნა პენალტიც, თუმცა დათო გოცირიძემ მისი შედეგიანად რეალიზება ვერ შეძლო. ტობოლი მეკარემ კიდევ ერთხელ საჯარიმო დარტყმის შემდეგ გადაარჩინა. საბოლოოდ ანგარიშში აღარაფერი შეცვლილა.

 

მომდევნო მატჩს თბილისელები 6ტებერვალს სერბულ ჟელეზნიჩართან გამართავენ.

 

დინამო-2: მაქაცარია (ლიპარტელიანი 80), გოგნაძე, ლაცაბიძე (დათუაშვილი 75), ერაძე, გაბიტაშვილი (კვერენჩხილაძე 75), ჩხეტიანი, ცხოვრებაშვილი (აფციაური 75), მორჩილაძე, ოდიშარია, ქოქოსაძე, იობაშვილი

(მეორე ტაიმი დაიწყეს - გოგოტიშვილი, იაკობიძე, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი, ფაჩულია, ბარათელია, გოცირიძე)

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024