დინამოელები მოახლოებული სეოზნისთვის მზადებას აგრძელებენ. თურქულ შეკრებაზე თბილისელებს მეშვიდე ამხანაგური მატჩი დონეცკის შახტართან უნდა ჩაეტარებინათ. უკრაინული გუნდის თხოვნის შემდეგ ეს მატჩი აღარ გაიმართება, ხოლო დინამო ხვალ, თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე ტალინის ლევადიას შეხვდება.