• Geo
  • Eng
06.02.2023
მეორე გუნდმა ჟელეზნიჩართან ისპარინგა

დინამოს მეორე შემადგენლობამ დღეს თურქულ შეკრებაზე კიდევ ერთი ახანაგური მატჩი გამართა. შეგახსენებთ გუშინ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი დანიურ ჰვიდოვრეს 1-1 დაუზავდა. დღეს კი ახალგაზრდა დინამოელებს მეტოქეობა სერბულმა ჟელეზნიჩარმა გაუწია.

 

მატჩი სერბებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე მიროსავლიევმა გახსნა ანგარიში. ჟელეზნიჩარის ფეხბურთელებმა დებიუტში კიდევ რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს და მე-16 წუთზე კორდიჩმა ანგარიში ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, 25-ე წუთზე ნიკა ქოქოსაძეს შეეძლო ერთი გოლის გაქვითვა, მაგრამ ბოლო მომენტში დაახანა და სიტუაციაც განიმუხტა. მეორე ტაიმში თბილისურმა გუნდმა მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნა მეტოქის კართან, თუმცა გოლის გატანამდე საქმე არ მისულა. ყველაზე რეალური მომენტი კი მე-60 წუთზე რაულ ბარათელიას ჰქონდა, მისი დარტყმული კარის ხაზთან დათო გოცირიძეს მოხვდა და ჟელეზნიჩარი აშკარა გოლს გადაურჩა. მატჩის ბოლოსკენ სერბებმა კონტრშეტევაზე სწარფად ითამაშეს, ბურთი ძელს გაარტყეს და შეხვედრაც დასრულდა.

 

კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას დინამო-2 8 თებერვალს კიევის დინამოს 19 წლამდე გუნდთან გამართავს.

 

დინამო-2 0-2 ჟელეზნიჩარი

 

დინამო-2: ლიპარტელიანი, გოგნაძე, ლაცაბიძე, დათუაშვილი, კვერენჩხილაძე, ცხოვრებაშვილი, გოგობერიშვილი, ფაჩულია, ბარათელია, გეგიაძე, ქოქოსაძე

მეორე ტაიმი: გოგოტიშვილი, ჟივიძე, ერაძე, გაბიტაშვილი, აფციაური, ჩხეტიანი, სიხარულაშვილი, ღურწკაია, მორჩილაძე, გოცირიძე

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024