საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები 7 და 8 თებერვალს მოლდოვას წინააღმდეგ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ არველაძემ - ოთხი დინამოელი გამოიძახა.
უახლოესი შეხვედრებისთვის 19-წლამდე ნაკრებთან ერთად - საბა დავითულიანი, ლუკა კაციტაძე, საბა ელბაქიძე და დადუ დადუნაშვილი მოემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ფუტსალში სადებიუტო სეზონს მართავს, გუნდი ფუტსალის ლიგა 3-ში ასპარეზობს და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს.