• Geo
  • Eng
10.11.2013
ზესტაფონი 1:2 დინამო

უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართეს და მეტოქეს მინიმალური სხვაობით – 2:1 სძლიეს.

 

შეხვედრა დინამოელთა უპირატესობით დაიწყო. პირველი ტაიმის დებიუტში, მატჩის 16–ე წუთზე დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა ანგარიში გახსნეს. გიორგი მერებაშვილის ჩაწოდების შემდეგ, ზუსტი თავური დარტყმით გოლი დორინ გოგამ გაიტანა – 0:1.

 

მეორე ნახევარი დინამომ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო და ზესტაფონელთა კართან სახიფათო მომენტები კიდევ უფრო ხშირად იქმნებოდა. შეხვედრის 62–ე წუთზე დორინ გოგას წაქცევისთვის მეორე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ზესტაფონელთა მცველმა, გიორგი კაჭკაჭიშვილმა და მასპინძლები რიცხვობრივ უმცირესობაში დარჩნენ. შეხვედრის 88–ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა – 1:1. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჩვენმა გუნდმა მეტოქეს კიდევ ერთი გოლი გაუტანა. გიორგი გველესიანმა გამარჯვების მომტანი დარტყმა შეასრულა – ზესტაფონი 1:2 დინამო.

დღევანდელი ტურის შემდეგ დინამოს 29 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს ოთხი ქულით უსწრებს.

 

ზესტაფონი 1:2 დინამო

გოლები: 0:1 გოგა 16’

1:1 ჭანტურიშვილი 88’

1:2 გველესიანი 90+2’

 

ზესტაფონი: კვასხვაძე, კაჭკაჭიშვილი, შარიქაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ჭანტურიშვილი, კუტალია (რეკრუკი 60’), ჭანკოტაძე (გაგოშიძე 64’), კანდელაკი, ლომია (სამუშია 75’), რენე, აჟურუ

 

დინამო: ლორია, გველესიანი, ძარია (ვუო 89’), ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი (გლიშიჩი 78’), დვალი, ელგუჯა გრიგალაშვილი (პაპავა 83’), კვირკველია, გოგა

 

გაფრთხილება: კაჭკაჭიშვილი 52’ – ხმალაძე 25’

გაძევება: კაჭკაჭიშვილი 62’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024