თურქულ შეკრებაზე დინმოელებმა მეშვიდე ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელშიც ტალინის ლევადიას დაუპირისპირდნენ და1-0 დაამარცხეს მეტოქე.
შეხვედრა მთლიანად თბილისელეთა უპირატესობით წარიმართა და ანგარიშში სხვაობა უფრო სოლიდური შეიძლებოდა ყოფილიყო. ორივე ტაიმში დინამოელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს ესტონელთა კართან. საბოლოოდ კი გოლი მხოლოდ 79-ე წუთზე გავიდა, ზუსტი დარტყმით ჩვენი გუნდის კაპიტანი დავით სხირტლაძე გამოირჩა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩს ხვალ, თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე, ლატვიის ვირსლიგის მეორეადგილოსანთან - რიგასთან ჩაატარებს.
დინამო 1-0 ლევადია
დინამო: კერესელიძე, მალი, ნზაბა, ხვადაგიანი, კობოური, მექვაბიშვილი, ოსიყმაშვილი, გონსალვეში (კამარა 35), ოდიშარია, იმრანი, მარუშიჩი
მეორე ტაიმში შევიდნენ: კუტალაძე, კალანდაძე, სხირტლაძე, მოისწრაფიშვილი, ტაბიძე, პარკაძე, უგრეხელიძე, ლაცაბიძე, სიგუა
ფოტოამბავი