• Geo
  • Eng
13.11.2013
რომან ფიფია - მსგავსი პრეცედენტები ევროპულ ფეხბურთშიც არაერთია

საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტის- ილია კოკაიას განცხადებას ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ბატონი რომან ფიფია გამოეხმაურა.

რომან ფიფია - სურვილი მაქვს გამოვეხმაურო სკ ზესტაფონის პრეზიდენტის, ბატონ ილია კოკაიას  ბოლო განცხადებას. მინდა ცალსახად მოგახსენოთ, რომ მისი წასვლა ქართული ფეხბურთიდან დაასუსტებს და უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ერთ რომელიმე კლუბზე, არამედ მთლიანად ქართულ საკლუბო ფეხბურთზე, ჩვენს ჩემპიონატზე. სამწუხაროდ ფაქტია, რომ ქართულ  ფეხბურთში სერიოზული ფინანსური პრობლემებია. ფინანსურად არც მთელ რიგ ევროპულ კლუბებს ულხინთ და მსგავსი პრეცედენტები კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობებში თანამედროვე ევროპულ ფეხბურთშიც არაერთია. ჩემი აზრით, ასეთ ვითარებაში ფეხბურთში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანი და ცხადია მათ შორის ფეხბურთელი ვალდებულია უფრო გაგებით მოეკიდოს შექმნილ სიტუაციას, იქონიოს მოთმინების უნარი და შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად ჯერ კლუბში ამოწუროს ყველა რესურსი. აუცილებელია კლუბში მესაკუთრესა და ფეხბურთელს შორის ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა არსებობდეს. მიუხედავად გართულებული ურთიერთობებისა, იმედი მაქვს  კლუბი და ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებენ  არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024