დღეს, დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის 2002 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვლადიმერ გოჩაშვილი გახლავთ, თბილისის მერანი დიდი ანგარიშით 12:1 დაამარცხა. მეტოქის კარში ორ–ორი გოლი ზურაბიანმა, აბუაშვილმა, ხვედელიძემ, აზაროვმა და ბექაურმა გაიტანეს. თითო ბურთი კი ბეგაშვილმა და ბზეკალავამ შეაგდო.
დღევანდელ შეხვედრაში აკადემიის 2002 წელს დაბადებულთა გუნდმა შემდეგი შენადგენლობით იასპარეზე:
ლურსმანაშვილი, ბზეკალავა, მაისურაძე, ხარაზიშვილი, აზაროვი, გოდერძიშვილი, აბუაშვილი, ხვედელიძე, ზურაბიანი
შეცვლაზე შევიდნენ: ბარავი, ბეგაშვილი, ხორავა, ბექაური, შიუკაშვილი