დინამო თბილისის გამორჩეული ფეხბურთელი, გუნდის მცველი- ნიაზ ძიაპშიპა დღეს 86 წლის გახდებოდა. ნიაზი დინამო თბილისის შემადგენლობაში 1947-1959 წლებში ასპარეზობდა. ჩვენი გუნდის რიგებში 214 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 2 გოლი. არის სსრკ- ს პირველობის ვერცხლის (1951) და ორგზის ბრინჯაოს (1946, 1950) მედლების მფლობელი. ოთხჯერ დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში (1948, 1949, 1951, 1952 წლებში). 1969-70 წლებში იყო დინამოს მწვრთნელი, ხოლო 1976-77 წლებში გუნდის უფროსი. ნიაზ ძიაპშიპა გარდაიცვალა 1993 წელს.