სამტრედიაში გამართული მერანი 0:2 დინამოს დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მალხაზ ჟვანიამ დღევანდელი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
მალხაზ ჟვანია – თავიდანვე ველოდით, რომ მარტვილის მერანის წინააღმდეგ გასვლითი მატჩის თამაში ადვილი არ იქნებოდა. ჩვენი ვარაუდი გამართლდა, მძიმე შეხვედრა გამოდგა. დღეს ბიჭებმა ძალიან მოინდომეს და მოედანზე ბევრი იმოძრავეს, რაც საფინალო ანგარიშზეც აისახა