დღეს, ვიტალი დარესელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დინამო–2 ამხანაგურ შეხვედრაში უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ცხინვალის სპარტაკს დაუპირისპირდა. დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, მალხაზ ჟვანიამ პირველ და მეორე ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობა დააყენა. მატჩი ჩვენი გუნდის მარცხით – 0:2 დასრულდა. ცხინვალის სპარტაკიდან გატანილი გოლებით თორნიკე თუხარელი და დავით გელაშვილი გამოირჩნენ.
დინამო–2 0:2 სპარტაკი ცხინვალი
გოლები: 0:1 თუხარელი, 0:2 გელაშვილი
პირველ ნახევარში დინამო–2 შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ტყეშელაშვილი, ბაჩიაშვილი, ლობჟანიძე, ოთარიშვილი, შერგელაშვილი, სარიშვილი, კიტოვანი, მხარობლიძე, ჯიშკარიანი, რუხაძე, ხაბაძე
მეორე ნახევარში დინამო–2 შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ხაინდრავა, მარაქველიძე, თევზაძე, მოველიძე, მურუსიძე, გვაზავა, გოროზია, ჭეჭელაშვილი, მაჭავარიანი (ჩარგაზია 75’), მესხი, ვოლკოვი