საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი სტუმრად, სენტ მირენ პარკზე, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი მოზარდ ჯვაროსანთა გუნდი ადგილობრივ თანატოლებს დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელები მატჩის 35-ე წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და შეხვედრის მიწურულს, 84-ე წუთზე საკუთარ კარში გოლი მიიღეს. საბოლოოდ მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. დინამოდან ნაკრებში მიწვეულმა გიორგი პაპავამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად იასპარეზა.
მიმდინარე სეზონში უმაღლესი ლიგის სხვადასხვა გუნდებში დინამოდან განათხოვრების წესით მოასპარეზე ჯაბა ჯიღაურმა, ნიკა კვეკვესკირმა და ლაშა პარუნაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს და მოედანზე 90 წუთი დაჰყვეს.