საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისს და კომპანია აჭარაბეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში აჭარაბეთი დინამო თბილისის ოფიციალური სპონსორი გახდა. 2023-2025 წლების სეზონებზე კომპანია აჭარაბეთი მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს კლუბს.
“დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ რეგონში ყველაზე ძლიერ და წარმატებულ კომპანიასთან, დღეიდან აჭარაბეთი დინამო თბილისის ოფიციალური სპონსორი გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია ,როდესაც ესეთი ძლიერი კომპანია ხდება შენი პარტნიორი, რადგან კერძო სექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია გავნითარებისთვის. აჭარაბეთთან ერთად ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ გულშემატკივარს“ - განაცხადა დინამო თბილისის დირექტორმა ზაზა დოლიძემ.
"აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია და ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქართული სპორტის განვითარებისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს თამაშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ ყველაზე ტიტულოვან საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისთან. თანამშრომლობის პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ არაერთხელ ვიამაყებთ ჩვენი მიღწევებით“ - განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.
დინამო თბილისი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. დინამო თბილისი არის ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). საქართველოს ცხრამეტგზის ჩემპიონი, საქართველოს თასის ცამეტგზის მფლობელი და საქართველოს სუპერთასის შვიდგზის მფლობელი.