• Geo
  • Eng
17.02.2023
დინამოელები 18 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა ლუქსემბურგში, მასპინძელთა ერთი წლით უფროს ნაკრებთან ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

 

პირველი შეხვედრა 14 თებერვალს დიფერდანჟში გაიმართა და 1-1 დასრულდა. ანგარიში ალეკო ბასილაძემ გახსნა, რასაც ზუსტი თერთმეტმეტრიანით აიმარ დარდარიმ უპასუხა. მეორე მატჩი 16 თებერვალს შედგა და პირველი მატჩის დარი სცენარით წარიმართა. ლეონ ელშანიმ პენალტით გახსნა ანგარიში, გიორგი ნიკოლაიშვილმა კი დინამოელი ლუკა ფრიდონიშვილის ჩაწოდებული კუთხურიდან აღადგინა წონასწორობა და შეხვედრაც 1-1 მორჩა.

 

დინამოდან ნაკრებში ვასილ მაისურაძეს 7 ფეხბურთელი ჰყავდა გამოძახებული:

მცველები: თენგიზ გობეშია, ნიკა ჩიქოვანი და ნიკა ცეცხლაძე

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი და ლუკა ფრიდონიშვილი

თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია და ლუკა პარკაძე

 

ფოტო (c) Albert Krier

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024