• Geo
  • Eng
10.02.2023
დინამო 2-მა შეკრება გამარჯვებით დაასრულა

დინამოს მეორე შემადგენლობამ თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩი გამართა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს მეტოქეობა დინამო კიევის 19 წლამდელებმა გაუწიეს.

 

შეხვედრა უკრაინელი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო და პირველ 15 წუთში რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს თბილისელეთა კართან. საპასუხოდ ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა მეთოდურად დაალაგეს თამაში და ტაიმის ბოლომდე სამჯერ აიღეს კიეველთა კარი. ანგარიში მე-20 წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა გახსნა, რომელმაც კუთხურის შემდეგ დასწრებაზე ითამაშა. სამიოდე წუთში გიორგი ჩხეტიანმა შორეული და მოჭრილი დარტყმით უპირატესობა გაზარდა 2-0. პირველი ტაიმის ბოლოს თორნიკე მორჩილაძემ ტექნიკურად შესრულებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში 3-0 გახადა. მეორე ნახევრის შუაში ნიკა ქოქოსაძემ ნიკა სიხარულაშვილის გადაცემის შემდეგ ზუსტი თავურით სხვაობა ოთხამდე გაზარდა. კიეველებმა შეხვედრის ბოლოს ერთი გოლი გაქვითეს და მატჩიც თბილისელთა გამარჯვებით 4-1 დასრულდა. ამ მატჩით ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა დაასრულა თურქული შეკრება.

 

დინამო-2 4-1 დინამო კიევი U19

 

დინამო-2: საური, გოგნაძე, ერაძე, იაკობიძე, გაბიტაშვილი, აფციაური, ფაჩულია, სიხარულაშვილი, ჩხეტიანი, მორჩილაძე, გოცირიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ქოქოსაძე, კვერენჩხილაძე, ცხოვრებაშვილი, გოგობერიშვილი, ბარათელია, ჟივიძე, ღურწკაია, გეგიაძე, დათუაშვილი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024