• Geo
  • Eng
10.02.2023
7 დინამოელი 18 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ვასილ მაისურაძის გუნდი 14 და 16 თებერვალს ლუქსემბურგის 19 წლამდე ნაკრებს შეხვდება. ორივე ამხანაგური მატჩი სტუმრად თბილისის დროით 18.00 საათზე გაიმართება.

 

მოსამზადებლად და შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან ნაკრებში 7 ფეხბურთელია მიწვეული:

მცველები: თენგიზ გობეშია, ნიკა ჩიქოვანი და ნიკა ცეცხლაძე

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი და ლუკა ფრიდონიშვილი

თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია და ლუკა პარკაძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024