• Geo
  • Eng
19.11.2013
დინამოელები ახალგაზრდულ და 19–წლამდელთა ნაკრებ გუნდებში

დღეს, საქართველოს 21–წლამდელთა და 19–წლამდელთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრები გამართეს.

 

საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრები გორში სლოვაკ თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით – 1:3 დამარცხდა. დინამოდან ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული გიორგი პაპავა მოედანზე 46–ე წუთზე გამოვიდა. მიმდინარე სეზონში უმაღლესი ლიგის სხვადასხვა გუნდებში დინამოდან განათხოვრების წესით მოასპარეზე ჯაბა ჯიღაურმა, ნიკა კვეკვესკირმა და ლაშა პარუნაშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს და შეუცვლელად ითამაშეს.

 

საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრები – 2:1 დაამარცხა. ნარინჯისფერთა კარში პირველი გოლი დინამოელმა გიორგი პაპუნაშვილმა დაპირისპირების მეათე წუთზე გაიტანა. მოზარდ ჯვაროსანთა ნაკრების 18 კაციან სიაში მყოფი ოთხი დინამოელიდან სამი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ. ალექსანდრე გურეშიძემ და ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად იასპარეზეს, გიორგი პაპუნაშვილი კი დაპირისპირების 69–ე წუთზე შეცვალეს. კიდევ ერთი დინამოელი, გიგა სამხარაძე კი მოედანზე 90–ე წუთზე გამოვიდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024