დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის 2003 წელს დაბადებულთა გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც კახა გოგოლაძე გახლავთ, ავაზას დაუპირისპირდა. მოზარდმა დინამოელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით – 6:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი გაიტანა ბოგველმა, ორი გოლი სიჭინავამ ერთი კი – ბაბლუანმა.
კახა გოგოლაძის გაწვრთნილმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
ადეიშვილი, ქავთარაძე, ოდიშვილი, ბაშარული, ბოგველი, სიჭინავა, გოგოტიშვილი, სიხარულიშვილი, ბაბლუანი
შეცვლაზე შევიდნენ: შურღაია, ფიფია, თარგამაძე, კერესელიძე, კეკელიძე, დიხამინჯია, მინაშვილი