დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის 2002 წელს დაბადებულთა გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვლადიმერ გოჩაშვილი გახლავთ, რუსთავის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა. მოზარდმა დინამოელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით – 6:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში ორი გოლი ზურაბიანმა გაიტანა, თითო გატანილი ბურთით კი აბუაშვილი, გოდერძიშვილი, ხვედელიძე და ბეგაშვილი გამოირჩნენ.
ვლადიმერ გოჩაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
ბარავი, ბზეკალავა, მაისურაძე, ხარაზიშვილი, აზაროვი, გოდერძიშვილი, ხვედელიძე, აბუაშვილი, ზურაბიანი
შეცვლაზე შევიდნენ: ლურსმანაშვილი, ხორავა, ბეგაშვილი, ბექაური, შიუკაშვილი, ერაძე