დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ სამტრედია მიიღო.
დინამოელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ ანგარიშიც გახსნეს. მატჩის მე-11 წუთზე ახალგაზრდა გაბრიელ სიგუამ დედაქალაქელთა ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა. თბილისელებმა სამიოდე წუთში მეორედ აიღეს სტუმართა კარი. თერთმეტმეტრიანიდან ზუსტი პანენკა გიორგი მოისწრაფიშვილმა შეასრულა. ამის შემდეგ თამაშის რიტმი ოდნავ დაეცა, თუმცა ტერიტორიული უპირატესობა დინამოელებს დარჩათ. ტაიმი ეგრეც დასრულდა. მეორე ნახევარში დინამომ ისევ უმატა შეტევებს და რამდენეჯერმე დაემუქრა სტუმართა კარს. რამდენიმე ეპიზოდში იმრან ულად ომარს მართებდა უკეთ თამაში, თუმცა ბოლო მომენტში დარტყმა არ გამოსდიოდა. საბოლოოდ იმრანმა თავისი გოლი 81-ე წუთზე გაიტანა და დინამო 3-0 დაწინაურდა. ამის მომდევნო შეტევაში უკვე გიორგი ხარაიშვილს შეეძლო ნგარიშის გაზრდა, თუმცა სამტრედიის მეკარეს ვერ აჯობა. დინამოელთა მასიურ შეტევებს მეოთხე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე მოჰყვა. ზუსტი თავურით ზორან მარუშიჩი გამოირჩა და შეხვედრა დინამომ 4-0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ სერბი ფეხბურთელის გოლი თბილისელთათვის საიუბილეო აღმოჩნდა. დინამომ საქართველოს ჩემპიონატში 2500 გოლი გაიტანა.
მომდევნო მატჩს დინამოელები თბილისის ზღვის სტადიონზე 8 მარტს, გაგრასთან ჩაატარებენ.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა
ფოტოამბავი