გიორგი ხარაიშვილი დინამო თბილისის ფეხბურთელია. ქართველი ნახევარმცველი თბილისურ კლუბს უნგრული ფერენცვაროშიდან იჯარის წესით შემოურთდა. ამ ეტაპზე კლუბებს შორის შეთანხმება 6 თვის ვადით გაფორმდა.
სხვადასხვა დროს 26 წლის ქართველი ნახევარმცველი ფერენცვაროშში, შვედურ გიოტებორგში და თბილისის საბურთალოში ასპარეზობდა.
გიორგი ხარაიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია. მას ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია. ჩვენი კლუბის ახალწვეული სავარჯიშო პროცესში 21 თებერვლიდან ჩაერთვება.