მოახლოებული სეზონისთვის მზადების ბოლო ფაზაშია დინამოს მეორე შემადგენლობაც.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა დღეს აკადემიის მოედანზე ამხანაგურ შეხვედრაში არაგვს უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა მეტოქე. გოლები არაგველთა კარში ირაკლი იაკობიძემ, რაულ ბარათელიამ და დავით გოცირიძემ გაიტანეს.
დედაქალაქელები ახალ სეზონს 28 თებერვალს, სპაერთან გასვლითი მატჩით დაიწყებენ.
დინამო-2 3-1 არაგვი
დინამო-2: საური, გოგოტიშვილი, ერაძე, იაკობიძე, გაბიტაშვილი, აფციაური, ცხოვრებაშვილი, ფაჩულია, ბარათელია, მორჩილაძე, ქოქოსაძე
სათადარიგო სკამი: იობაშვილი, დათუაშვილი, ჟივიძე, გოცირიძე, ღურწკაია