ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში გრძელდება ბავშვთა ლუკოილის ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალური სერია. დინამო თბილისის აკადემიის U-12 გუნდი, რომელსაც რევაზ გვარაკიძე ხელმძღვანელობს, ნახევარფინალში საბერძნეთის პაოკს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. შესაბამისად დინამოელები ხვალ მესამე ადგილისათვის შეხვედრაში მოსკოვის ლოკომოტივსა და სტამბულის ბეშიქთაშს შორის დამარცხებულს დაუპირისპირდებიან.
დინამო U-12: ხარშილაძე, აზაროვი, ხორავა, მაისურაძე, ბექაური, გოდერძიშვილი, აბუაშვილი, ხვედელიძე, ზურებიანი, თევზაძე, ერაძე
შეცვლაზე შევიდნენ: შიუკაშვილი, შაშიაშვილი, ხარაზიშვილი