• Geo
  • Eng
25.01.2025
დინამო 2-ის გამარჯვება გაგრასთან ამხანაგურ მატჩში

პირველი გუნდის დარად ახალი სეზონისთვის მზადებას დინამოს მეორე შემადგენლობაც შეუდგა. დინამოელები მზადებას თბილისში გადიან და წვრთნასთან ერთად ამხანაგურ მატჩებსაც ატარებენ.

 

დღეს დიღმის ბაზაზე თბილისელებმა გაგრა მიიღეს და 2-1 დაამარცხეს მეტოქე. დებიუტში ანგარიში ნიკოლოზ ტკალიამ გახსნა. სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს, მეორე ტაიმში კი გამარჯვების გოლი იუსიბ მეხტიევმა გაიტანა.

 

დინამოელები ეროვნული ლიგა 2-ის განახლებამდე კიდევ 6 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ:

1 თებერვალი - სიონი ბოლნისი

8 თებერვალი - ვიტ ჯორჯია

13 თებერვალი - სპაერი

15 თებერვალი - ორბი

23 თებერვალი - ლოკომოტივი

1 მარტი - შტურმი

 

დინამო-2 2-1 გაგრა

დინამო-2: ტარტარაშვილი, დიაკონიძე, შაშიაშვილი, ქელდიშვილი, ახალკაცი, ბურდიაშვილი, ტკალია (ნიორაძე), დანელია, ბარათელია, მიქაუტაძე, ნაჭყებია

მეორე ტაიმი: ღაღვიშვილი, პატარკაციშვილი, ხაჩიბაია, ნიკოლაიშვილი, კიკორია, ცეცხლაძე, ნიორაძე (მაშავა), ბუბუტეიშვილი, ფიფია, ოდიკაძე, მეხტიევი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025