25 აგვისტოს პეტრო არენაზე ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც იბერიამ დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით და მათივე გამარჯვებით 3-0 დასრულდა. სამივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. მე-17 და 30-ე წუთებზე შეიკნე სილამ ორჯერ აიღო დინამოს კარი, ხოლო საფინალო ანგარიში გიორგი კოხრეიძემ პენალტის ნიშნულიდან 39-ე წუთზე დააფიქსირა.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი