დღეს, დინამო თბილისის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართა საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა. დიდიე დეშამის გუნდმა წვრთნა 19:00 საათზე დაიწყო. ფრანგები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩისთვის თბილისში ემზადებიან. ხვალ მამლები ჩვენი გუნდის ბაზაზე მორიგი ვარჯიშს გამართავენ, რომელიც ამჯერად დახურული იქნება.