დღეს რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიელ თანატოლებს უმასპინძლა და ამხანაგურ შეხვედრაში 1-0 დამარცხა მეტოქე.
გოლი ბალკანელთა კარში მატჩის 52-ე წუთზე დინამოელმა რეზი დანელიამ გაიტანა. მთლიანად ნაკრებში კი დინამოდან 12 ფეხბურთელია გამოძახებული. კიდევ ერთი დაპირისპირება ამ გუნდებს შორის იმავეა დგილას, 2 მარტს შედგება.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა
დინამოელები 16 წლამდე ნაკრებში:
მეკარე - საბა ტარტარაშვილი
მცველები - საბა ხარებაშვილი, ნიკა გვაზავა, გიგი გლუნჩაძე, ანდრია ხოროიშვილი, გიორგი ლომიძე
ნახევარმცველები - ნიკა ჩიქოვანი, შოთა დიაკონიძე, ნიკა ელისაშვილი, ლუკა წულაია, რეზო დანელია
თავდამსხმელი - ვახო სალია
ფოტო © nakrebi.ge