საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ზესტაფონში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავენ, სირიელი არბიტრი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და დ. ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ა. კრიჭაშვილი და ა. ნონიკაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი მ. ბეუქლიშვილი შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი მატჩი, რომელიც აბდულა ბასჰლელომ იმსაჯა მეორე ლიგაში გამართული დინამო სოხუმი 1:3 დურუჯი არის. აღნიშნულ მატჩში სირიელმა არბიტრმა ფეხბურთელებს 3 ყვითელი ბარათი უჩვენა, სტუმართა სასარგებლოდ კი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით აბდულა ბასლეჰლომ უკანასკნელად 21 სექტემბერს მცხეთაში გამართული ვიტ ჯორჯია 0:2 დინამო იმსაჯა. აღნიშნულ მატჩში აბდულა ბასლეჰლომ მასპინძლები სამჯერ გააფრთხილა, სტუმრები კი – ორჯერ.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, აბდულა ბასლეჰლოს მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
აბდულა ბასლეჰლო
დაბადების თარიღი: 1976 წლის 8 მარტი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 11 თამაში / 61 ყვითელი / 4 წითელი / 5 პენალტი
პირველი ლიგა - 5 თამაში / 19 ყვითელი / 1 წითელი / 4 პენალტი
მეორე ლიგა – 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საქართველოს თასი – 2 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი