დღეს სტარტი აიღო საქართველოს ჭაბუკთა ლიგის გათამაშებამ. დინამოელები ტრადიციულად 15 და 17 წლამდე ოქროს ლიგაში ასპარეზობენ და ასაკობრივ ჩემპიონატში ორ-ორი გუნდით არიან წარმოდგენილი.
პირველ ტურში სწორედ დინამოელებმა გაუწიეს ერთმანეთს პაექრობა. 15 წლამდე ლიგაში ზურა ელიავას გუნდი ერთი წლით უმცროს დინამოს ეთამაშა და 7-0 აჯობა. გოლები სილაკაძემ, შათირიშვილმა, გოლავამ, წიქარიშვილიმა 2, კვირკველიამ და კაკაშვილმა გაიტანეს. 17 წლამდე დინამო კი 16 წლამდე თანაკლუბელებს ეპაექრა და 3-1 იმარჯვა. დუბლი ქელდიშვილის ანგარიშზეა, ერთი გოლიც ოდიკაძემ გაიტანა. საპასუხო ზუსტი დარტყმა ჩიქოვანმა შეასრულა.
რაც შეეხება 19 წლამდე ლიგას დინამოელებმა ვიტ ჯორჯიას უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს მეტოქე. ვალერი გაგუას გუნდმა ახალი სეზონი შედეგიანი და ლამაზი თამაშით გახსნა. დინამოელებმა პირველი ტაიმი 3-0 მოიგეს და ფაქტიურად შეხვედრაში გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტეს. გოლები ვახო სალიამ, საბა სამუშიამ, საბა ახალკაცმა, ტიგრან ხაჩატურიანმა და ლუკა ფრიდონაშვილმა გაიტანეს.
U19 დინამო-2 5-0 ვიტ ჯორჯია
U19 დინამო-2: ლიპარტელიანი, გრიგალავა, მეფარიშვილი, კვერენჩხელაძე, ცეცხლაძე გ, ცეცხლაძე ნ, ბერელიძე, სალია, ბუბუტეიშვილი, სამუშია. ახალკაცი
სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, ხარჩილავა, ჩიქოვანი, სადღობელაშვილი, შეროზია, ხაჩატურიანი
U17 დინამო 3-1 დინამო U16
U17 დინამო: საური, პატარკაციშვილი, შაშიაშვილი, ქელდიშვილი, ბენდიანაშვილი, საჯაია, ჩხარტიშვილი, ბურდიაშვილი, დანელია, ოდიკაძე, თურქია
სათადარიგო სკამი: გოგებაშვილი, გვასალია, ხოროიშვილი, გლუნჩაძე, კაპანაძე, ტკალია, მაშავა, ნაჭყებია
U16 დინამო: თათარაშვილი, დიაკონიძე, ჭოლოკავა, ხარებაშვილი, ხუციშვილი, კაზარაშვილი, ელიაშვილი, ძნელაძე, ნათენაძე, ჩიქოვანი, სადაღაშვილი
სათადარიგო სკამი: ღაღვაშვილი, ქარდავა, კაკულია, გულიაშვილი, დრიაევი, ვიბლიანი
U15 დინამო 7-0 დინამო U14
U15 დინამო: ბაშარული, კვირკველია, შათირიშვილი, ლომიძე, კვიჟინაძე, წიქარიშვილი, ბართიშვილი, ციკოლია, კაკაშვილი, ბენდელიანი, გოლავა
სათადარიგო სკამი: გოგნაძე, სამხარაძე, გიორგაძე, სილაკაძე, ნიჟარაძე
U14 დინამო: ჭელიძე, შარიქაძე, ცხვიტაია, გეთიაშვილი, გოგიჩაიშვილი, მიქაუტაძე, ოჩიგავა, შარვაშიძე, გორგაძე, გაზდელიანი, ჩხაიძე
სათადარიგო სკამი: გიგაური, კუპრეიშვილი, ხარძეიშვილი, ძაძამიძე, ბუცხრიკიძე, გერგედავა, ძერყორაშვილი