• Geo
  • Eng
11.03.2023
მეორე გუნდის პირველი წაგება

დღეს საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც გარეჯმა დინამო 2 მიიღო.

 

მეტად საინტერესო და დაძაბული მატჩი საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. პირველი ტაიმის შუაში პაპუნა ფონიავამ გახსნა ანგარიში, მეორე გოლი კი ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ლაშა უგრეხელიძემ გაიტანა. დინამოელები სამიოდე წუთში თამაშში დაბრუნდნენ - ზუსტი დარტყმა თემურ გოგნაძის ანგარიშზეა. ამის შემდეგ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ბევრს უტევდა, მსაჯმა ფეხბურთელებიც გააძევა მოედნიდან - გარეჯს ლაშა უგრეხელიძე ვეღარ დაეხმარა, ხოლო თბილისელებს დიტო ფაჩულია. საბოლოოდ შეტევებმა შედეგი ვერ გამოიღო და დინამოელები ამ სეზონში პირველად დამარცხდნენ.

 

მომდევნო მატჩს დინამო-2 17 მარტს, აკადემიის მოედანზე ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024