დინამო თბილისის რიგებს ლუკა ლაკვეხელიანი შეემატა. 24 წლის ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულება 1+2 სისტემით გააფორმა.
ლუკა ლაკვეხელიანი საბურთალოს რიგებში გამოდიოდა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა, 2020 წლიდან კი უნგრული მეზოკოვეშდის ღირსებას იცავდა. ასევე ჩვენი გუნდის ახალწვეულს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.