• Geo
  • Eng
13.03.2023
მეოთხე მატჩი - მეოთხე გამარჯვება

დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომეშიც დინამო თბილისმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა.

 

მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ვეტერანი მწვრთნელის - ბესიკ კირვალიძის და ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი მოზარდის ხსოვნას.

 

შეხვედრის პირველი 15 წუთი ურთიერთდაზვერვაში მიილია, შემდეგ კი დინამომ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და რადენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელა. დედაქალაქელებმა მწვავედ განსაკუთრებით ტაიმის ბოლოს შეუტიეს და რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ვერ გამოიყენეს. ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარი თბილისელების დიდი უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა 52-ე წუთზე დინამო გადარჩა გაშვებულ გოლს. კონტრშეტევაზე დედაქალაქელთა კარი ძელმა იხსნა. მატჩის 68-ე წუთზე წყალტუბოს საჯარიმოში დავით სხირტლაძეზე იუხეშეს და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად გიორგი მოისწრაფიშვილმა შეასრულა და ანგარიშიც გაიხსნა. ცოტახანში გიორგი ხარაიშვილმა ვერ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი, შემტევი მეკარესთან პირისპირ ზორან მარუშიჩმა გაიყვანა. მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილის ფილიგრანული გადაცემა დ გიორგი ხარაიშვილმა დინამოს ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა. შეხვედრაც მალევე დასრულდა 2-0.

 

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 18 მარტს თელავთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024