დინამო თბილისმა ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარული სეზონი დაუმარცხებლად დაასრულა (შვიდი მოგება, ერთი ფრე) და პლეი-ოფში თამაშის უფლება პირველი ადგილით მოიპოვა. ბოლო შეხვედრაში ლურჯ-თეთრები ჯიპას დაუპირისპირდნენ, მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ -
4:4 დასრულდა. დინამოელთა მხრიდან დუბლი დადუ დადუნაშვილის ანგრიშზეა, თითო გოლი კი, კახა მაღლაკელიძემ და გიგა ლაგაზაშვილმა გაიტანეს.
უკვე ცნობილია დინამოს მეტოქე პლეი-ოფის მეოთხედფინალში, ჩვენი გუნდი სელეროს დაუპირისპირდება. სელერომ რეგულარული სეზონი ერთი მოგებითა და შვიდი მარცხით, მერვე ადგილზე დაასრულა. პირველი მატჩი 18 მარტს გაიმართება, ნახევარფინალისთვის ბრძოლა ორ მოგებამდე გაგრძელდება.
ფუტსალის ლიგა 2-ის საგზურს ორი ფინალისტი მოიპოვებს, ლიგა 3-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა კი, სამ მოგებამდე გაგრძელდება.