• Geo
  • Eng
17.03.2023
დინამო 2-მა ვიტ ჯორჯიას მოუგო, 19 წლამდელებმა კი ბათუმში ფრედ ითამაშეს

ეროვნულ ლიგა 2-ში მეოთხე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ ვიტ ჯორჯია მიიღო. დინამოს აკადემიაში გამართული მატჩი მასპინძლეთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

 

მატჩის სტარტი დინამოელებმა შედეგიანად გამოიყენეს და პირველივე წუთზე დაწინაურდნენ. ანგარიში დავით გოცირიძემ გახსნა. მატჩის 28-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა დინამოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, რასაც შემდეგ მასპინძლეთა პასიური თამაში და სტუმართა გააქტიურება მოჰყვა. ათიოდე წუთში ვიტ ჯორჯიას სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც საბა ჯინჭარაძემ ვერ გამოიყენა - მისი დარტყმული ბრწყინვალე ნახტომში მიხეილ მაქაცარიამ მოიგერია. ტაიმის ბოლოს სტუმრებმა მოახერხეს ერთი ბურთის გაქვითვა, გოლი ამირან ძაგანიამ გაიტანა. დინამოელებმა მეორე ტაიმი განახლებული შემართებით ჩაატარეს და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. ტაიმის სტარტზე ნიკა უგრეხელიძემ მესამედ აიღო ვეტერინართა კარი და როგორც შემდგომ აღმოჩნდა საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა 3-1.

 

შემდეგ შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 31 მარტს ფოთში, ადგილობრივ კოლხეთთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

19 წლამდე ოქროს ლიგაში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. დინამო თბილისი სტუმრად დინამო ბათუმს შეხვდა და საყაიმო ანგარიშით 2-2 დაცილდა მეტოქეს. დედაქალაქელთა შემადგენლობიდან დუბლი ტიგრან ხაჩატრიანმა გაიფორმა. მომდევნო მატჩს ვალერი გაგუას გუნდი 24 მარტს საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს.

 

U19 დინამო ბათუმი 2-2 დინამო თბილისი

 

U19 დინამო თბილისი: საური, გრიგალაშვილი, მეფარიშვილი, ახალკაცი, ცეცხლაძე, ბერელიძე, ხაჩატრიანი, ბუბუტეიშვილი, სამუშია, კვერენჩხელაძე, ფეიქრიშვილი

სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, სადღობელაშვილი, გობეშია, ხარჩილავა, ჩიქოვანი, ცეცხლაძე, ფრიდონიშვილი, შეროზია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024