• Geo
  • Eng
18.02.2014
იენს იანსე - დინამოსთვის ასი პროცენტით დავიხარჯები

დინამო თბილისმა ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი, 27 წლის- იენს იანსე დაიმატა. ფეხბურთელმა თავისი კარიერის დიდი ნაწილი ჰოლანდიის ერედივიზიონში გაატარა. ხუთი სეზონი ვილემ II- ში იასპარეზა (103 მატჩი), ხოლო სამი სეზონი ბრედას ღირსებას იცავდა (58 მ). ბოლოს იენსი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კორდობაში გამოდიოდა (11 მ.)

დინამოს ოფიციალური გვერდი იანსეს კომენტარს გთავაზობთ.

იენს იანსე: ამ თვის დასაწყისში გავიგე დინამოს ინტერესის შესახებ. დამიკავშირდნენ სპორტული მენეჯერი და მთავარი მწვრთნელი. მოხარული დავრჩი ასეთი სახელოვანი კლუბის ინტერესის სფეროში მოხვედრით. მინდა ავღნიშნო, რომ სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, თუმცა აქაურმა პირობებმა და მიზნებმა მომხიბლა. დინამოს დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს და ევროპაში ცნობილი კლუბია. თავად მოსამზადებელი ბაზა საუკეთესოა და აქ ყველა პირობაა ნაყოფიერი მზადებისთვის. ამპლუით მარჯვენა მცველი ვარ, თუმცა მარცხენა ფლანგზეც შემიძლია ასპარეზობა. მიზნები კი, რა თქმა უნდა ჩემპიონობა და ევროთასებზე წარმატებულად გამოსვლაა. დინამოს გულშემატკივარს კი ვპირდები, რომ გუნდისთვის ასი პროცენტით დავიხარჯები, შევეცდები ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო და წარმატებისთვის თავს არ დავზოგავ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024