• Geo
  • Eng
07.04.2014
ნახევარფინალის პირველ შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია იმსაჯებს

საქართველოს თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 8 აპრილს თბილისში გორის დილას წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ლ. თოდრია და ლ. ვარამიშვილი გაუწევენ. დამატებითი არბიტრები იქნებიან ბ. ნინუა და დ. ყრუაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი თ. გვანცელაძე შეასრულებს.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს მიმდინარე ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის მატჩი იმსაჯა. დინამო თბილისმა ზესტაფონი 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

 

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 2 აპრილს პირველ ლიგაში გამართული შუქურა 1:1 კოლხეთი არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები ხუთჯერ გააფრთხილა და ერთიც გააძევა.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

გიორგი ვადაჭკორია

 

===========================================

უმაღლესი ლიგა - 112 თამაში / 465 ყვითელი / 23 წითელი / 30 პენალტი

 

პირველი ლიგა – 7 თამაში / 22 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

 

მეორე ლიგა – 8 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 

საქართველოს თასი – 7 თამაში / 25 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024