• Geo
  • Eng
06.04.2014
70 წლის მსოფლიო რეკორდსმენი!

დედამიწაზე არ არსებობს ჟურნალისტი, 50 წიგნი რომ დაეწეროს ფეხბურთზე და ყველა მათგანი საყვარელი გუნდისთვის მიეძღვნას! დემიკო ლოლაძე კი თამამად შეიძლება ჩაითვალოს გინესის რეკორდების მფლობელად ამ სფეროში - 1981 წლიდან, დინამო თბილისის ისტორიული გამარჯვების მომსწრე მისდაუნებურად გაჟურნალისტდა - რუსულ კაგებესაც აყლაპა და გერმანულ შტაზისაც - დინამოს მხარდასაჭერად ჩასულმა სამი ფირი ჯიბით შეიტანა დიუსელდორფის რაინშტადიონზე და ყოველგვარი საშვის გარეშე მოახერხა მინდვრის კიდესთან მისვლა და ქართული ფეხბურთის ფლაგმანის დაუვიწყარი გამარჯვების აღწერა. რომ არა იგი, ერთი ფოტოც არ გვექნებოდა იმ დიდი გამარჯვებისა! ამის შემდეგ დემიკო ლოლაძე თავდაუზოგავად შრომობს და ზედიზედ იბადებიან მისი შემოქმედების შედევრი წიგნები ცნობილ დინამოელებზე. გასაოცარია, როგორ ახერხებს ეს კაცი ამდენს და მისი დიდი დამსახურებაა დინამოს ბიბლიოთეკის შექმნა. თუკი ვინმეს უნდა თბილისის დინამოს მუზეუმი იხილოს - სახლში უნდა მიაკითხოს ბატონ დემიკოს და განცვიფრება მაშინ ნახოს - არ არსებობს საგაზეთო სტატია თუ სურათი, მის კედელს და ბიბლიოთეკას, რომ არ ამშვენებდეს!

ხანგრძლივ სიცოცხლესა და კიდევ ერთი 50 წიგნის გამოცემას გისურვებთ ბატონო დემიკო და დინამოს ბევრი წარმატების ცოცხლად ხილვას!

 

მამუკა კვარაცხელია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024