• Geo
  • Eng
13.04.2014
გაზეთი ლელო 80 წლისაა!

ქართული სპორტული გაზეთი ლელო 80 წლისაა. პირველი ქართული სპორტული გამოცემა უკვე 8 ათეული წელია ერთგულად ემსახურება ქართულ სპორტს, ქართულ ფეხბურთს, საქართველოს. 14 ათასზე მეტი ნომერი პირველი გამოცემიდან. სხვადასხვა თაობის მკითხველი ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ელოდა და ელის ლელოს ყოველი ახალი ნომრის გამოცემას. პროფესიონალიზმით, ოპერატიულობით, ობიექტურობით ლელო ყოველთვის გამორჩეული გახლდათ. დღევანდელი ლელო ღირსეულად აგრძელებს იმ დიდ ტრადიციას, რომელსაც საფუძველი მრავალი ათეული წლის წინ ჩაეყარა. დინამო თბილისი ულოცავს გაზეთ ლელოს 80 წლის იუბილეს და ქართული სპორტის და ქართული ფეხბურთის დიდ გამარჯვებებს უსურვებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024