დღეს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის XXVI ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა ბოლნისის სიონს უმასპინძლა. მეტად დაძაბული შეხვედრა მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმეს.
შეხვედრა დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა 37- ე წუთზე აფციაურმა საჯარიმო ჩააწოდა, ბურთი არავის შეხებია და ჩვენს კარში აღმოჩნდა. ეს იყო ერთადერთი სახიფათო ეპიზოდი დინამოელთა კართან. მატჩის მსვლელობისას დინამოელებმა არაერთი რეალური მომენტი გააფუჭეს. მარცვალაძეს, ჩისკოს და მერებაშვილს შეეძლოთ გოლის გატანა. პირველი ტაიმის ბოლოს ირაკლი მოდებაძემ გაიტანა გოლი, თუმცა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. მე- 2 ნახევარშიც იყო მომენტი როცა დინამოელებს შეეძლოთ ანგარიშის შეცვლა თუმცა იმ ეპიზოდშიც არბიტრმა თამაშგარე აჩვენა. საბოლოოდ ბევრი მცდელობის მიუხედავად დინამომ ანგარიში ვერ შეცვალა 0:1. მარცხის მიუხედავად დინამო 6 ქულიან ჰანდიკაპს ინარჩუნებს უახლოეს მეტოქესთან.
დინამო 0:1 სიონი
გოლი: 0:1 აფციაური 37’
გაფრთხილება: გოგობერიშვილი 49’ კახელიშვილი 75’
დინამო: ლორია, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, ხურცილავა, კვირკველია, ცინცაძე (გოგა 74), პაპავა, ჩისკო, მერებაშვილი (ვუო 83), მოდებაძე, მარცვალაძე
სიონი: მერლანი, აბრამიძე, თოთაძე, სვანიძე, ფოფხაძე, იმედაშვილი, ცხადაია, აფციაური (განუგრავა 86), კახელიშვილი (სამხარაძე 80), გოგობერიშვილი, ბიბილეიშვილი (უგულავა 26)
არბიტრი: ბაკურ ნინუა