საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მარტის შეხვედრებისთვის მზადება დაიწყო - მოსამზადებელ პროცესს 24 მარტამდე ანდრო ჟორდანიას სახელობის, დინამო თბილისის საწვრთნელი ბაზა მასპინძლობს.
შეგახსენებთ მონღოლეთთან და ნორვეგიასთან გასამართი მატჩებისთვის ვილი სანიოლიმ საქართველოს ნაკრებში სამი დინამოელი გამოიძახა - ჯიმი ტაბიძე, ანზორ მექვაბიშვილი და დებიუტანტი გაბრიელ სიგუა.