ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი, 17 წლის გაბრიელ სიგუა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
სიგუ, დინამოელები გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის (მონღოლეთი და ნორვეგია) ვილი სანიოლიმ დინამოდან ვიცე კაპიტნებს - ანზორ მექვაბიშვილს და ჯიმი ტაბიძეს უხმო. დედაქალაქელებს გაბრიელ სიგუაც შეუერთდა.