საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 23 აპრილს გორში დილას წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ი. უკლება და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. დამატებითი არბიტრები იქნებიან ბ. ნინუა და გ. ყრუაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი დ. ხარიტონაშვილი შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 8 აპრილს ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა გორის დილა 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ოთხჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 16 აპრილს პირველ ლიგაში გამართული ლოკომოტივი 2:1 ბათუმის დინამო არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები ხუთჯერ გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ვადაჭკორია
===========================================
უმაღლესი ლიგა - 113 თამაში / 470 ყვითელი / 23 წითელი / 30 პენალტი
პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი
მეორე ლიგა – 10 თამაში / 26 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საქართველოს თასი – 8 თამაში / 29 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი