დღეს დინამოს სარეზერვო შემადგენლობა დუბლების ჩემპიონატის 29– ე ტურში მარტვილის მერანის დუბლებს დაუპირისპირდა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 10:2 დაამარცხა.
შეხვედრა პირველივე წუთებიდან კახი გოგიჩაიშვილის გუნდის უპირატესობით დაიწყო და საბოლოოდ დედაქალაქელებმა მეტოქეს 10 გოლი გაუტანეს. ვაჟა მათიაშვილმა (19’ 23’ 35’ 45’) პოკერი შეასრულა. დუბლით გამოირჩა ბიძინა მახარობლიძე (6’ 42’) და გუნდის კაპიტანი– არჩილ მესხი (14’ 15’). თითო გოლი კი ნიკა ლაშხიამ (69’) და ლაშა კვარაცხელიამ (76’) გაიტანეს.
ამ მოგების შემდეგ დინამოელებმა 67 ქულა დააგროვეს, პირველი ადგილი განიმტკიცეს და უახლოეს კონკურენტს გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე – 5 ქულით უსწრებენ.
დინამო (დუბლები): კულუა, კაკაბაძე, თევზაძე, ნემსაძე, შერგელაშვილი, ვეკუა, ლაშხია, მათიაშვილი, ჯანელიძე, მახარობლიძე, ა. მესხი
შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, გ. გურეშიძე, კვარაცხელია, მარაქველიძე, კობახიძე