• Geo
  • Eng
28.04.2014
აკადემიის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა

გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის თასის შესარჩევი მატჩების (U-12 გუნდებს შორის) ნახევარფინალები და ფინალი გაიმართა. საქართველოში ამ შესარჩევი ეტაპის ორგანიზატორია ლევან კობიაშვილი და მეგობრები.

დინამოს აკადემიის U-12 გუნდი ნახევარფინალში შიდა ქართლის გუნდს დაუპირისპირდა. დინამოელებმა 2:0 აჯობეს მეტოქეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. გოლები ჯანგიძემ და კვარაცხელიამ გაიტანეს.

დინამო U-12: ხარშილაძე, გუგუნავა (დათუნაშვილი), მექვაბიშვილი, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, მაღალდაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, იაკობიძე (გაგუა), მოისწრაფიშვილი (ყენია), ბოგვერაძე (ჩაკვეტაძე)

ფინალში დინამო საბურთალოს დაუპირისპირდა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი უფრო ზუსტი საბურთალოს ფეხბურთელები აღმოჩნდნენ და 3:2 იმარჯვეს.

დინამო U-12: ხარშილაძე, გაგუა (ჩაკვეტაძე), მექვაბიშვილი, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, მაღალდაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, იაკობიძე (ლომთაძე), მოისწრაფიშვილი (ყენია), ბოგვერაძე

მწვრთნელები: ვლადიმერ კაკაშვილი (მთ. მწვრთნელი), თამაზ იაშვილი, დავით მოისწრაფიშვილი

ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად დინამოელი - გიორგი მოისწრაფიშვილი დასახელდა.

გათამაშების ბომბარდირი- ზუკა დავითაშვილი გახდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024