• Geo
  • Eng
29.11.2013
სპარტაკი VS დინამოს ბაკურ ნინუა განსჯის

დინამო თბილისისა და ცხინვალის სპარტაკის ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბაკურ ნინუა განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ბესიკ ჭიჭინაძე და არჩილ კოკაია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს დავით ხარიტონაშვილი შეასრულებს.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ბაკურ ნინუამ უკანასკნელად გასულ სეზონში, მიმდინარე წლის 9 მარტს გამართული დინამო 3:0 ზუგდიდი იმსაჯა. აღნიშნულ მატჩში ბაკურ  ნინუამ ერთი ყვითელი ბარათი გამოიყენა, მან სტუმართა ფეხბურთელი გააფრთხილა.

 

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ბაკურ ნინუამ იმსაჯა, პირველი ლიგაში გამართული კახეთი 1:3 კოლხეთი გახლავთ.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ბაკურ ნინუას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ბაკურ ნინუა

დაბადების თარიღი: 1984 წლის 28 ოქტომბერი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 12 თამაში / 38 ყვითელი / 3 წითელი / 1 პენალტი

პირველი ლიგა - 41 თამაში / 117 ყვითელი / 8 წითელი / 5 პენალტი

მეორე ლიგა – 9 თამაში / 43 ყვითელი / 2 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი - 8 თამაში / 24 ყვითელი / 4 წითელი / 0 პენალტი
 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024